მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი ვერსია
2002-02-04
პატარა სტალინის სემინარიაში ჩარიცხვისა და გარიცხვის ამბავი: "გამოგდებული ვარ მართლმადიდებლური სასულიერო სემინარიიდან მარქსიზმის პროპაგანდისათვის"

გორის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ სოსო ჯუღაშვილი, იგივე სტალინი დედამის, კეკესთან ერთად თბილისში ჩავიდა. ამ დროს თბილისის სასულიერო სემინარიაში მისაღები გამოცდები უკვე დამთავრებული იყო. სემინარიის ეკონომის, მამა გიორგის, იგივე გიორგი ჩაგუნავას რეკომენდაციით სტალინი თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა.

თავიდან სოსო ჯუღაშვილი ჩაგუნავების სახლში ცხოვრობდა. მოგვიანებით მან ამავე სახლის სხვენში საბეჭდი მოწყობილობა მიიტანა და პროკლამაციების ბეჭდვა დაიწყო. მისი საქმიანობის შესახებ სემინარიაშიც შეიტყვეს და გიორგი ჩაგუნავა იძულებული შეიქნა, სოსო ჯუღაშვილის სემინარიიდან გარიცხვა მოეთხოვა. მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

ეს ამბავი 1899 წლის მაისში მოხდა. მოგვიანებით სტალინი იხსენებს: "მართლმადიდებლური სასულიერო სემინარიიდან გამოგდებული ვარ მარქსიზმის პროპაგანდისათვის".

"ახალი ვერსია" შეხვდა და ესაუბრა გიორგი ჩაგუნავას შვილიშვილს ვაჟა ჩაგუნავას და მისი ოჯახის წევრებს.

ვაჟა ჩაგუნავა, არქიტექტორი: "ბებიას, მაკრინე ჩაგუნავას სტალინის დედის, კეკეს (ეკატერინე გელაძის) დეიდაშვილი - კატო საშინაო საქმეებში ეხმარებოდა. მან მაკრინე ჩაგუნავას სთხოვა, ჩემი დისშვილი, პატარა სოსო არაჩვეულებრივად ნიჭიერი და ჭკვიანი ბიჭია, გორის სასულიერო სემინარიის ოთხი კლასი დაამთავრა და სწავლის გაგრძელება თბილისის სასულიერო სემინარიაში სურს, თუ შეიძლება თქვენი მეუღლე დაგვეხმაროსო. მაკრინე ჩაგუნავამ მეუღლეს, მამა გიორგის სთხოვა, კატოს დისშვილი სოსო ენახა და გამოეცადა".

ასეც მოხდა, მამა გიორგიმ პატარა სოსოს გამოცდა მოუწყო. მისი ცოდნა ძალიან მოეწონა და უთხრა - სემინარიაში ჩაგრიცხავო. ამ დროს თბილისის სემინარიაში მისაღები გამოცდები დამთავრებული იყო და შესაბამისად, ტანისამოსი და ფართი საერთო საცხოვრებელში განაწილებული იყო. მამა გიორგი თავის ოჯახთან ერთად ვეძინის მეორე გასავალში ცხოვრობდა. მან სოსო ჯუღაშვილი სემინარის ტანსაცმლით უზრუნველყო. სოსო თავიდან ჩაგუნავებთან ცხოვრობდა. მოგვიანებით კი მამა გიორგიმ სემინარიის საერთო საცხოვრებელში ადგილი უშოვა და იქ გადაიყვანა. იგი ძალიან დაუახლოვდა გიორგი ჩაგუნავას ქალიშვილებს. მათგან ერთ-ერთი - მართა სემინარიაში სწავლობდა.

ვაჟა ჩაგუნავა: "გიორგი ჩაგუნავას ოთხი ქალიშვილი და ორი ვაჟიშვილი ჰყავდა. პატარა სოსო ამ გოგონებთან ძალიან ახლო ურთიერთობაში იყო. მერე ჩვენს სახლში საბეჭდი მოწყობილობა მოიტანა, სახლის სხვენში შეინახა. იქ პროკლამაციებს ბეჭდავდნენ. სტალინს მამა გიორგის ქალიშვილები ეხმარებოდნენ, ქუჩებში პროკლამაციებს აკრავდნენ. ამ საქმეში ჩაბმული იყო ცნობილი რევოლუციონერი ლადო კეცხოველიც. როცა სტალინმა ეს საქმიანობა გააფაროვა და სემინარიასაც მოედო, ბაბუა იძულებული გახდა, მისივე რეკომენდაციით სტალინი სემინარიიდან გაერიცხათ".

1899 წლის მაისში სოსო ჯუღაშვილი 45 სხვა სემინარიელთან ერთად სასწავლებლიდან გარიცხეს. სემინარიიდან გარიცხვის შემდეგ სტალინი მცირე ხნით გორში დაბრუნდა. მაგრამ ჩაგუნავებთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია. გიორგი ჩაგუნავას ქალიშვილებს მასთან მიმოწერა ჰქონდათ.

სტალინმა ჩაგუნავებს გენერალი გაუგზავნა

1937 წელს მამა გიორგის უმცროსი ვაჟიშვილი - შალვა ჩაგუნავა დაიჭირეს. იგი 1924 წელსაც იყო დაპატიმრებული "კონტრრევოლუციური საქმიანობისათვის". 1937 წელს დაიჭირეს. რამდენიმე კაცთან ერთად აიყვანეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს. შალვა სპეციალობით ეკონომისტი გახლდათ და საღამოობით ნაძალადევის თეატრში მსახიობობდა. 1937 წელს ნაძალადევის თეატრიდან პირდაპირ მეტეხის ციხეში წაიყვანეს. მისმა ერთ-ერთმა დამ, მართა ჩაგუნავამ, რომელიც სტალინთან ბავშვობიდანვე ძალიან ახლოს იყო, ბელადს წერილი მისწერა:

"სოსო, ჩემი უმცროსი ძმა დაიჭირეს და გთხოვ დაგვეხმარო". სტალინისაგან პასუხი არ მოსულა. თუმცა ათი დღის მერე შალვა ჩაგუნავა მეტეხის ციხიდან გაათავისუფლეს, მაგრამ იქიდან ტიფით დაავადებული გამოვიდა, მაღალი სიცხეები ჰქონდა. მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და გარდაიცვალა. შალვა ჩაგუნავას სამი შვილი დარჩა: ნინო, უჩარდი და ვაჟა.

მართა ჩაგუნავამ სტალინს მოგვიანებით ისევ მისწერა წერილი: "ძალიან მინდა, ჩემი შვილიშვილი ნახიმოვის სამხედრო სასწავლებელში მოვაწყო და გთხოვ დამეხმარო". სტალინისაგან ამჯერადაც არავითარი პასუხი არ მოსულა. ერთ მშვენიერ დღეს კი შავი ფერის მანქანით მართასთან სამხედრო ფორმაში გამოწყობილი გენერალი მივიდა, მკერდზე უამრავი მედლები ჰქონდა. გენერალმა მართას შვილიშვილი წაიყვანა და სამხედრო სასწავლებელში მოაწყო. სასწავლებლის ძალიან მკაცრ პირობებს მართას შვილიშვილმა ვერ გაუძლო და სწავლას თავი მიანება.

მაგული ჯიქია, ვაჟა ჩაგუნავას მეუღლე: "ჩვენი ბაბუა, გიორგი უჩას ძე ჩაგუნავა ქვაშვეთის ეკლესიის მღვდელი გახლდათ და ტაძრის ეზოშია დაკრძალული. ჩვენი ოჯახი 150 წელზე მეტია თბილისში ცხოვრობს და აქ ორი სახლი ჰქონდა. ერთი - მთაწმინდაზე, ვეძინის მეორე გასავლის #6-ში, მეორე - გუდაურის ქუჩა #4-ში. გიორგის ტაძრის მშენებლობის დაწყებამდე ქვაშვეთის ეკლესიის ტერიტორიაზე პატარა სახლი ჰქონდა და იქ ცხოვრობდა. ეკლესიის აშენებაზე ნებართვის გაცემის შემდეგ გიორგიმ ორი სახლი შეიძინა - ერთი ვეძინის გასავალში და მეორე გუდაურის ქუჩაზე. გუდაურის ქუჩაზე მდებარე სახლი თავისი ნაკვეთით გიორგის მეუღლემ მაკრინე კასრაძე-ჩაგუნავამ საჯარო აუქციონზე შეიძინა".

"იყო სამაგალითო მასწავლებელი, მშვიდი და წყნარი მოძღვარი"

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე წიგნში "ქვაშვეთის წმიდის გიორგის ეკლესია ტფილისში" მამა გიორგის (ჩაგუნავას) შესახებ წერდა:

"მღვდელი გიორგი უჩარდის ძე ჩაგუნავა, გლეხის შვილი, დაბადებული 1850 წელს. 1878 წელს დაუმთავრებია ყუბანის ოლქის საოსტატო სემინარია. აღნიშნული წლიდან 1890 წლამდე მასწავლებლობდა ჯავაში, ტფილისის აკოფოვის კერძო გიმნაზიაში, ტფილისის რომთა-კათოლიკე მიძინების ეკლესიის სკოლაში და ტფილისის სემინარიის საჩვენებელ-სამაგალითო სკოლაში.

მასწავლებლად ყოფნის დროსვე (1889 წ.) სემინარიის "ეკონომად" დანიშნეს. 1890 წელს სემინარიის ეკლესიის მღვდლად აკურთხეს და შემდეგ დაავალეს მოძღვრობა პირველ სამისიონერო ეკლესიაში, რიყეზე. 1899 წლის 8 აგვისტოს ქვაშვეთში გადმოიყვანეს, სადაც გარდაცვალებამდე, 1907 წლის 23 მაისამდე მსახურობდა. დაკრძალულია ქვაშვეთის ტაძრის ჩრდილო კედელთან. იყო მართლა სამაგალითო მასწავლებელი, მშვიდი და წყნარი მოძღვარი და იშვიათი გულკეთილი ადამიანი".

სამოქალაქო დავა სახლის დასაბრუნებლად

მაგული ჯიქია-ჩაგუნავასი: "1938 წელს შალვას დედა, მაკრინე ჩაგუნავა გარდაიცვალა. ჩვენი ოჯახი, როგორც მღვდლის ოჯახი, ფაქტობრივად რეპრესირებული იყო - სულ იმას გვეუბნებოდნენ, რომ მღვდლის ოჯახები არასანდოდ და ხალხისთვის საშიშად ითვლებოდნენ. ამის შემდეგ შალვა ჩაგუნავას მეუღლე, ტატიანა ჩაგუნავა სახელმწიფო გადასახადებს იხდიდა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ამაზე უარი უთხრეს და სახლიც ჩამოართვეს. 1940 წლიდან სახლი იურიდიული ფაქტისა და საბუთის გარეშე, სიტყვიერი შეთანხმების ნიადაგზე სახელმწიფო აღრიცხვაზე, კომუნალურ ფონდშია ჩარიცხული. 1992 წელს, როცა საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და გამოვიდა კანონი რეპრესირებული ოჯახების რეაბილიტაციის შესახებ, ჩვენ ეს საქმე წამოვიწყეთ. 1994 წელს სახლს ყადაღა დავადეთ".

2001 წლის 20 მარტს მთაწმინდა-კრწანისის მოსამართლემ პაატა ნოზაძემ ვაჟა ჩაგუნავა მაკრინე ჩაგუნავას მემკვიდრედ და მისი დანაშთი ქონების მეპატრონედ ცნო.

ჩაგუნავების თქმით, გუდაურის ქუჩაზე (ამჟამად ტარიელ სვანიძის ქუჩა) მდებარე სახლში დღეისათვის ოთხი ოჯახი ცხოვრობს. სახლის ერთ-ერთმა მობინადრემ ვაჟა ჩაგუნავას მემკვიდრეობის საკითხი ეჭვქვეშ დააყენა და მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში იჩივლა. მანვე საოლქო სასამარლოში მოითხოვა სახლზე დადებული ყადაღის მოხსნა.

სწორედ ამ დროს სახლი რეკონსტრუქციის ზონაში მოჰყვა და ჩაგუნავებმა ისევ სასამართლოს მიმართეს. ისინი ამ სახლის კანონიერ მფლობელად, ხოლო იქ მცხოვრები დანარჩენი ოთხი ოჯახის თანამფლობელად ცნობას მოითხოვენ.

პარალელურად, მათივე თქმით, ქუჩის განაშენიანებას საამშენებლო ფირმა "ვერა 99" აწარმოებს. ოთხი მობინადრიდან ერთ-ერთისთვის "ვერა 99" მისაღები არ აღმოჩნდა და სხვა ფირმას, კერძოდ არქიტექტორ გოგი ქუთათელაძეს დაუკავშირდა.

მაგული ჯიქია-ჩაგანავასი: "მშენებლებმა დათო დუმბაძემ და ბესო კობერიძემ, რომლებიც გოგი ქუთათელაძესთან მუშაობენ, პირდაპირ გვითხრეს: ჩვენს უკან ისეთი ძალები დგას, თქვენ ამ პროცესს ვერ მოიგებთო. გამოდის, 30-იან წლებში კომუნისტების წართმეულს, დღეს, თავისუფალ საქართველოში ხელმეორედ გვართმევენ".

"ახალმა ვერსიამ" კომენტარისათვის საამშენებლო ფირმა "აენდდეს" დირექტორს, არქიტექტორ გოგი ქუთათელაძეს მიმართა. ქუთათელაძის თქმით, ბესო კობერიძესთან და დათო დუმბაძესთან არანაირი საქმიანი კავშირი არა აქვს, ისინი მხოლოდ მისი მეგობრები არიან: "ჩვენ ერთ ფირმაში არ ვმოღვაწეობთ და საერთოდ, გუდაურის ქუჩა სად არის, არც ვიცი".

დათო კობერიძე კი ამბობს, რომ ჩაგუნავებისთვის არასოდეს უთქვამთ: ჩვენ ისეთი ძალები გვიდგას უკან, ამ პროცესს ვერ მოიგებთო. "სახლის აშენებაზე მობინადრეებთან წინასწარი სიტყვიერი შეთანხმებები იყო, მაგრამ ახლა ბევრი წინააღმდეგობაა. ბოლომდე რომ ჩავეძიეთ, გაირკვა, რომ ჩვენთვის იქ მშენებლობის დაწყება არარენტაბელურია", - განაცხადა დათო კობერიძემ.

2001 წლის 25 დეკემბერს კი მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ვაჟა ნიკოლაიშვილმა გამოიტანა დადგენილება, რომლის მიხედვით ომარ შოთაშვილის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოსამართლე ნოზაძის დადგენილება (ვაჟა ჩაგუნავას მაკრინე ჩაგუნავას მემკვიდრედ ცნობაზე) გაუქმდა. ამის გამო ჩაგუნავებმა საოლქო სასამართლოში ახალი სარჩელი შეიტანეს.

არის თუ არა ვაჟა ჩაგუნავა გუდაურის ქუჩაზე მდებარე სახლის კანონიერი მემკვიდრე, სასამართლო გადაწყვეტს. თუმცა, უდავოა, რომ ჩაგუნავების ოჯახს საინტერესო ისტორია აქვს - ისტორია, რომელმაც ისინი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა.

ავტორი: ნინო მიქიაშვილი


კალენდარი
სექტემბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი